ფინანსთა სამინისტრომ „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. ყაზახეთის 2 მოქალაქე ორ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა. სამართალდამრღვევებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში მალულად ჰქონდათ განთავსებული.