თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული. სხდომაზე კალაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება და ბინით 17 ოჯახი დაკმაყოფილდება. დედაქალი მერმა ყურადღება გაამახვილა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის ფაქტზეც და აღნიშნა, რომ მერია ადგილზე ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს.