მე-13 დღე შვის ტრაგედიიდან_სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარია, 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები კი გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ეპიცენტრში მაშველებმა ჰიუნდაის მარკის ავტომობილს მიაგნეს, თუმცა მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე მიმდინარეობს 5 გარდაცვლილის იდენტიფიცირების პროცედურა.