ლუცკში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლინის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური პოგულაიკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია.
„შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები. სამწუხაროდ, დარტყმის შედეგად გვყავს მსხვერპლი - სამი ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა პოგულაიკომ.
მისივე თქმით, ვოლინის ოლქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.