დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „კუდიანებზე ნადირობაა“.
„რაც შეიძლება ითქვას იმ საბრალდებო დოკუმენტებზე, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა. გაყალბებულია!“- აცხადებს ტრამპი.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? იმიტომ, რომ მათ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ. კუდიანებზე ნადირობა!“ - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა.