21 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნა, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა იქნება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლასაც გააპროტესტებენ და მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. რა გამოხმაურება მოყვა გომელაურისა და კობახიძის განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, სალომე ჯაფარიძე გვეტყვის