შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მაშველებმა დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრში მიაგნეს. ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ამ დროისთვის მაშველები 8 პირს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.