საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე იტალიის ქალაქი ბარდონეკია მოულოდნელად ტალახმა დაფარა. იტალიური სააგენტოების ცნობით, მომხდარის მიზეზი მაღალმთიან რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გახდა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა შეძლეს. 120 ადამიანს ღამის გათენება დროებით თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახმა შეაღწია. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და მაშველები. ქალაქში მოქმედებს საგანგებო შტაბი.