"ბიბისის" ინფორმაციით, ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო. ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ზოგიერთმა ადგილობრივმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ მაუის დასავლეთში ელექტროენერგიის გათიშვამ, შეტყობინების გადაცემა შეზღუდა. მათი თქმით, გამაფრთხილებელი სირენების ჩართვის შემთხვევაში გაცილებით მეტი ადამიანი დროულად დატოვებდა სახლს და გადარჩებოდა. ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს სულ მცირე 96 ადამიანი ემსხვერპლა.