აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავ სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. ომიდან 31წლის შემდეგ ოპოზიციამ ყურადღება აფხაზეთის ოკუპაციასა და რუსული აგრესიის გაგრძელებაზე გაამახვილა. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დელეგაციასთან აქტიურად ისაუბროს.