პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი "ტვიტერზე" წერს.
„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ და პოლიციამ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს კრაკოვსა და ვარშავაში ავრცელებდნენ“, – წერს მინისტრი.
მისი თქმით, დაკავებულებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.