მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როდესაც ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა. ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა. მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. როგორც მედია წერს, საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა კლიმატის ცვლილების შედეგია.