უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოდესაში აფეთქებების ხმები დილიდან ისმის. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, მრომ რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. აფეთქებების ხმა ოსმოდა ზაპოროჟიეშიც. საჰაერო ძალების განცხადებით, ოლქში ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.