საქართველოს პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტსა და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე გამოეხმაურა. მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის მთავარი მიზანი ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის საკითხი იყო. პოლიტიკოსის შეფასებით ანაკლიის პორტის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იმალება. მისივე თქმით ეს როგორც საქართველოს ეკონომიკურ ისე ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას.