ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
"რაღაც ხდება მელიტოპოლის რაიონში. ქალაქის მცხოვრებლები აფეთქების შესახებ იუწყებიან. აზოვის ზღვის მიმართულებიდან ძლიერი აფეთქება იყო", - წერს ის.
კონკრეტულად რა აფეთქდა, ჯერჯერობით უცნობია.