აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა. აღნიშნული დანადგარი, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ საბურთალოს ფილიალს გადაეცა. უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვლიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს.