გერმანული კონცერნი „რეინმეტალი“ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვისთვის უპილოტო საფრენ აპარატს, „ლუნა ენ-ჯი“-ის სისტემას გადასცემს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოცემები წერენ, რომ Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს კავშირის ჩახშობა. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი 100 კმ-ზე აჭარბებს.