მწერალთა სახლი 2013-2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ყველა ის პროექტი თუ ღონისძიებაა აღნიშნული, რომელიც ნატაშა ლომოურის დირექტორობის პერიოდში განხორციელდა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2013 წლიდან დღემდე მწერალთა სახლში გაიმართა 1657 ლიტერატურული ღონისძიება, 44 სახელოვნებო ფესტივალი, 80-მდე გამოფენა და 20-მდე საქველმოქმედო ღონისძიება. ფუნქციონირებს 2 მუზეუმიც, დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი. მწერალთა სახლი აცხადებს, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი არა მინისტრმა, არამედ დარგის პროფესიონალებისაგან შემდგარმა კომისიამ უნდა აირჩიოს.