უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე მეორე შეტევა მიიტანეს.
მედიის ცნობით, ხიდის მიდამოებში არანაკლებ რვა აფეთქების ხმა ისმოდა.
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებით, ქერჩის სრუტეზე თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
„მოწინააღმდეგის კიდევ ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ კარგად იმუშავა“, - განაცხადა ოკუპირებული ყირიმის ე. წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა.