რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამე ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ყირიმზე მიმართული უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმა მოიგერია.
უწყების განცხადებით, თავდასხმაში 20 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.
„დღეს ღამე ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ობიექტებზე უპილოტოების თავდასხმა მოვიგერიეთ. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოძრაობა ყირიმის ხიდზე კვლავ შეჩერებულია.