15 წელი შინდისის ბრძოლიდან - დღეს, საქართველოში რუსეთის არმიის ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველ ჯარისკაცს იხსენებენ. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან, გმირების ხსოვნის პატივსაცემად, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლება. მემორიალი ყვავილებით შეამკო სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმაც. როგორც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოში მშვიდობის დაცვა და ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანად გაერთიანება, მათი პოლიტიკის მთავარი მიზანია.