თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს. მინისტრი ჰოსპიტლის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.