მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დაცველის მიერ მოწვეული სამედიცინო ჯგუფის მორიგი დასკვნა ცნობილია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მართვის შესახებ „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტების შეფასებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია. ექსპერტთა ჯგუფს მიიჩნევს, რომ ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ. ამ დასკვნის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მიმართავს მოეგონ გონს, რადგან მათი შეფასებით, შესაძლოა ძალიან მალე ფატალური შედეგი დადგეს. ხელისუფლების წევრები კი კიდევ ერთხელ მიმართავენ მიხეილ სააკაშვილს - მიიღოს საკვები და შეწყვიტოს თვითდაზიანება. თემაზე ვრცლად ნინი გოგიშვილი ისაუბრებს.