შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები, მეცხრე დღეა, მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან, როგორც პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ისე კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეც ტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.