თეთრიწყაროში, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს. საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე მესამე, ძებნილი ბრალდებულის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.