მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი კარამიშევის სანაპიროზე აფეთქდა. მოსკოვის მერის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და ნგრევა არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რადიო ელექტრონული სიგნალის დამხშობი ხელსაწყოებით ჩამოაგდეს და ის ტყის მასივში ჩამოვარდა.