საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში პერიმეტრი იზრდება და ის 54 კილომეტრს შეადგენს. მისი თქმით, მონიტორინგი გაგრძელება იქამდე, ვიდრე საძიებო-სამაშველო პროცესები არ დასრულდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია შინაური ცხოველის ლეშები.