სარფში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ზღვაში ის გუშინ გაუჩინარდა და მაშველებმა ცხედარი წყლის სიღრმიდან გუშინვე ამოიყვანეს.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო სიმართლეს არ შეესაბამება და აცხადებენ, რომ შემთხვევა გუშინ, სარფში მოხდა.