ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გაეცნო. სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული 20 მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული. ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე ტყის მართვის ათწლიანი გეგმა მომზადდება.