ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ 2023 წლის რთველის საორგანიზაციო, ასევე მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განახორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდის.