გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. წყლის ხარისხი 26 და 30 ივლისს შემოწმდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან კი სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი.