თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:48 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მალათიას პროვინცია, იეშილიურტის რაიონი იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებშიც მათ შორის ადიამანში, გაზანთეპში, ქაჰრამანმარაშსა და შანლიურფაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მსუბუქად დაშავდა 22 ადამიანი.