პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული.
"ვფიქრობ, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, არა იმიტომ, რომ მას ვლადიმერ პუტინი არ გამოიყენებს, მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო", - აღნიშნა დუდამ.
მისი განმარტებით, უფრო შემაშფოთებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხე.
"თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე", - აღნიშნა დუდამ.