რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებს.
"სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი კვლავ იქნა არჩეული რუსული ტერორისტული დარტყმის სამიზნედ", - წერს მალაშკო.
მოგვიანებით, მალაშკომ აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.