აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ, "სულ რაღაც სამ საათში" თქვენს გაღვიძებას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც რიკოთის აუდიტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა: „აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 პროცენტს- სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ“.
“ლელო“ ვითხოვთ რიკოთის საერთაშორისო აუდიტს! ესაა პარლამენტის სპიკერის პოზიცია. აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ "სულ რაღაც სამ საათში" თქვენს გაღვიძებას, ხოლო მერე თქვენს შეგონებას - ახლა გლოვის დროა, ახლა კითხვების დრო არ არის. ეს გინდათ?! სასწრაფოდ რიკოთის საერთაშორისო აუდიტი!“, - წერს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით.