უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაციას იწყებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდის გამო მიიღეს.
„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იწყება. ამ ბრძანებას ხელი კუპიანსკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კანაშევიჩმა 9 აგვისტოს მოაწერა“, - აცხადებენ კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.