ჰავაის კუნძულ მაუიზე, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია, ტყის ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ხანძრის რამდენიმე კერაა მაუის მეზობელ დიდ კუნძულზეც, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰავაის კუნძული. ხანძრის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ხანძრის გამო ხელისუფლებამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, გადაკეტა გზები და გახსნა თავშესაფრები ათასობით ევაკუირებულის მისაღებად.