აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტებმა იუტაში მცხოვრები მამაკაცის, კრეიგ რობერტსონის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც სოციალურ მედიაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ემუქრებოდა.
CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა.
კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნდა.
"გავიგე, რომ ბაიდენი იუტაში ჩამოდის. ვიღებ ძველ მასხალათს და ვწმენდ M24 სნაიპერულ შაშხანას", - აცხადებდა კრეიგ რობერტსონი.
გამოძიენის ინფორმაციით, ეს პოსტი ერთ-ერთი იმ ათობით ძალადობრივი გზავნილისა და იარაღების ფოტოებიდან, რომელიც რობერტსონის ორ "ფეისბუქ" ანგარიშზე განთავსდა.რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.