მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, ტერიტორია ნანგრევებისგან სრულად გაწმენდილი არაა და დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. დაღუპულებზე ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ. მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 52 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები.