რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს პარტია ლელო სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მშენებლობა დარღვევებისა და ფინანსური რესურსების არა რაციონალური ხარჯის ფონზე მიმდინარეობს, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას, რიკოთზე გააძლიეროს მონიტორინგის სისტემა და პრობლემის ანალიზში მიუკერძოებელი სპეციალისტების ჩართვა უზრუნველყოს.