„ლელო“ რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს. მამუკა ხაზარაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა და ფინანსები. მროგორც მან აღნიშნა, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება.