მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი კორტს 3.5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გამარჯვებაც იზეიმა.
33 წლის დანიელ ჩოგბურთელს ბოლო მატჩი 2020 წლის იანვარში ჰქონდა ჩატარებული, ამჯერად კი, მონრეალის ტურნირზე გამოჩნდა და ავსტრალიელ კიმბერლი ბირელს 6:2, 6:2 სძლია.
უკვე ცნობილია, რომ დანიელი ჩოგბურთელის მომავალი მეტოქე უიმბლდონის ჩეხი ჩემპიონი მარკეტა ვონდროუშოვა იქნება. ეს თამაში კანადაში თბილისის დროით დღეს გვიან ღამით არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ კაროლინა მსოფლიოს ყოფილი ჩოგანი 2010 წლის ოქტომბერში გახდა. მას ავსტრალიის ღია პირველობა 2018 წელს აქვს მოგებული, 2-ჯერ (2009, 2014) კი აშშ-ს ღია პირველობის ფინალში უთამაშია.