დროებით ოკუპირებულ ყირიმში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოსკოვისა და სევასტოპოლის მიმართულებით მფრინავი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებმა ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ. აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმების შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა“, - აცხადებენ უწყებაში.