რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ტაძარი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებენ.
“ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების კიდევ ერთი დარტყმა. ამ მომენტისთვის სამი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი. ჩემი სამძიმარი ახლობლებს… და რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს თავის განაჩენს. და რუსი ტერორისტებისთვის პასუხი ფრონტზე იქნება - ჩვენი გმირი მებრძოლების წყალობით”, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად ტაძარი და სავაჭრო ობიექტები განადგურდა.