აღმოსავლეთ საფრანგეთში, ლა ფორჟის რეგიონში დასასვენებელ სახლში, რომელშიც შშმ პირები იმყოფებოდნენ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე ცდილობდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან. მაშველებმა შენობიდან 17 პირის გაყვანა შეძლეს. მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.