პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა. “ქართველას თასზე” მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ლატვიისა და ლიტვის გუნდები დაუპირისპირდნენ. ოქროს მედლის მოპოვება და “ქართველას თასის” ჩემპიონობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ლიტვის გუნდებმა მოახერხეს.