შოვში მომხდარ სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტები საუბრობენ. მათი თქმით ღვარცოფი რამდენიმე სტიქიურმა ფაქტორმა და ნალექის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. მათივე თქმით პასუხისმგებლობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკისრება. ისინი სახელმწიფოს სეისმურად აქტიურ ზონებში ინფრასპრუქტურული სამუშაოების აკრძალვისკენ მოუწოდებენ. მათი ვარაუდით ხშირად ჩატარებული კვლევები გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საშუალებას მისცემს რომ მოსახლეობა მოსალოდნელი საშიშროებისგან დროულად გააფრთხილოს.