სამხრეთ აფრიკაში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიაზარდა. მძღოლები კეიპტაუნში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც მძღოლებს ავტომობილებს ჩამოართმევენ იმ შემთხვავაში თუ მათ ავტომობილის სანომრე ნიშანი არ აქვთ ან ავტომობილით მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებიან. ტაქსის მძღოლებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა ავტომობილების ჩამორთმევა დაიწყეს. დაპირისპირებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა.