ნორვეგიაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, ასობით ადამიანი ევაკუირებულია. სამხრეთ ნორვეგიაში წყალდიდობამ და მეწყერმა გადაკეტა გზები და შეაჩერა მატარებლების მოძრაობა. როგორც მედია წერს, ძლიერმა ქარმა, ინტენსიურმა წვიმამ და მეწყერმა სკანდინავიის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, დატბორა სოფლები და შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქარიშხალმა „ჰანსმა“ ნორვეგიის გარდა შვედეთისა და დანიის ცალკეული დასახლებებიც დატბორა. შვედეთში სამგზავრო მატარებელი ავდრის გამო რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.