პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკულ F-16 ტიპის გამანადგურებელზე უკრაინელი სამხედროების წვრთნას მხარს უჭერს და რომ სწავლების პროცესს დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ.
"მოგეხსენებათ, უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე მომზადების პროცესს დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აანთო, რომ დაუშვას და მხარი დაუჭიროს სასწავლო პროცესს", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე წვრთნების დეტალებზე ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებს.